კატეგორიის მენეჯერი

მეტრომარტი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი  „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას  კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე : 

კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.  

  ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი. 

     

 ძირითადი მოვალეობები : 

  • ბაზრის შესწავლა; 
  • სწორი ასორტიმენტის შექმნა; 
  • გაყიდვების შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება; 
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა; 
  • ახალი, საინტერესო ტექნიკის მოძიება და რისკ ანალიზის მომზადება; 
  • პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება; 
  • პროდუქციის ფასების კონკურენტუნარიანობის ანალიზი;  

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ტექნიკის სფეროსა და პროგრამა 1С-ში მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა; 
  •  MS Office-ის ცოდნა; 

 

  პიროვნული თვისებები : 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metromart.ge 2020 წლის 20 ოქტომბრის  ჩათვლით. 

 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: