კატეგორიის  მენეჯერი

ზოდი

შპს ‘’ზოდი პლიუსი’’  ქართულ  ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდი“ წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად! 

 

შპს "ზოდი პლიუსი"  აცხადებს   ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, კატეგორიის  მენეჯერის  პოზიციაზე  (კარის მიმართულებით) თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • შესაბამისი კატეგორიის კომერციული შესყიდვების სტრატეგიის განსაზღრა;
  • მარაგების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტული ბაზრის კვლევა და  შესაბამისი საპროდუქტო ჯგუფების ბაზარზე პოზიციონირების შემუშავება;
  • წლიური შესყიდვების და გაყიდვების დაგეგმვა და მის შესაბამისობაზე პასუხიმგებლობა;
  • კომუნიკაცია მომწოდებლებთან,  მოლაპარაკებები და საოპერაციო საკითხები;
  • ახალი მომწოდებლების და ბრენდების მოძიება და მათთან შემდგომი თანამშრომლობის განვითარება;
  • პრომო აქციების დაგეგმარება და შემდგომი განხორციელება შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაციით;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • იმპორტთან დაკავშირებული საკითხების მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • მუშაობის გამოცდილება შესყიდვების, კატეგოორის მენეჯმენტის ან იმპორტის მიმართულებით, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა;
  • უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ კატეგორიაში (კარი) მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  • სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობი სგრძნობა;
  • დისციპლინირებული;

 

 

  • რაოდენობა (1)
  • ლოკაცია - თბილისი,  ნონა გაფრინდაშვილის #11
  • სამუშაო საათები - 09:30-დან 18:00საათამდე;
  • სამუშაო დღეებ - 5 სამუშაო დღე,

 

 

გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

 

 

დაინტერესები სშემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge დასათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვაპ ოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/04/2021
ბოლო ვადა: 25/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: