კატეგორიის მენეჯერი

ციტადელი

კომპანია "ციტადელი"   აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის  პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის წლიური შესყიდვების გეგმის მიხედვით პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების ციკლის ორგანიზება;
  • პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა ფილიალებიდან და საწყობიდან, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
  •  სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა;  
  • პროექტული შესყიდვების განხორციელება პარტნიორ კომპანიებთან;
  • მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, პროდუქციის ასორტიმენტზე და მათზე ფასების შეთანხმება;
  • შესყიდვების შეუფერხებლად განხორცილებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და ოპერატიულად მიწოდება შესაბამისი რგოლებისთვის;
  • დეპარტამენტებიდან მიღებული მოთხოვნების გადამუშავება, დამატებითი ინფორმაციის მიღება/ჩამოყალიბება და მომწოდებელთან გადასაგზავნი საბოლოო მოთხოვნის ფორმირება;
  • შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა/ელ-ფოსტით გაგზავნა კომპანიის დეპარტამენტებთან ;
  • ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების  წამოება;                       

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენეების (რუსული/ინგლისური) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.  თბილისი, აგალაძის ქუჩა 32

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2021 წლის 09 მაისის  ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/05/2021
ბოლო ვადა: 19/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: