იურისტი/სტაჟირება

თბილისის სამართლის სახლი

თბილისის სამართლის სახლი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორ-იურისტის პოზიციაზე.

სტაჟირებაზე მიიღებიან უმაღლესი სასწავლებლის  IV კურსის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.  ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი;ვახტანგ ნინუას N3.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • უპირატესობა მიენიჭება ადვოკატის სტატუსის მქონე აპლიკანტს (უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლისა (სავალდებულოა) ან საერთო სპეციალიზაციის განხრით)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1 დონე); უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პრეზენტაბელურობა
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (შესაბამისი დამადასტურებელი სერთიფიკატით).
  • კომპიუტერული საბაზისო პროგრამების  ცოდნა.  

მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მოქალაქეთა კონსულტაციაში;
  • მონაწილოება დოკუმენტაციის მომზადებაში;  
  • დაწესებულების ვებ-პორტალის მართვა და კოორდინირება. (ინფორმაციის განთავსება/გავრცელება,ვებ პორტალზე სტატიების გამოქვეყნება;დაინტერესებულ პირებთან ელ.კომუნიკაცია და სხვა)  

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:  amirani77@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 01 ოქტომბერი

სათაურში მიუთითეთ სიტყვა: "სტაჟირება". ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური CV-ის ავტორს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: