იურისტის თანაშემწე მცხეთაში

აქვა გეო

შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ ნატახტარსა და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.

 

ვაკანსიის დასახელება: იურისტის თანაშემწე

სამუშაო საათები: არასრული/ნახევარი განაკვეთი

ანაზღაურება: (შეთანხმებით) + საწვავი + კვება + სატელეფონო ლიმიტი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტებიდან ნივთის გამოთხოვნის მიზნით კომუნიკაციის წარმოება
  • შსს დაქვემდებარებულ პოლიციის სამმართველოსთან ურთიერთობა
  • განცხადებების წერა
  • სასარჩელო წარმოება
  • ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება
  • შესრულებული საქმიანობის რეპორტების წარმოება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ქართული ენა - სრულყოფილად

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსუბუქი ავტომობილის ან მოტოციკლის/მოპედის ყოლა

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (Zoom პროგრამის საშუალებით)
  • უკუკავშირი კანდიდატებთან
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს კვალიფიკაციის შესაფასებელი ტესტირება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aquageo.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 


სრული განაკვეთი
მცხეთა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: