იურისტის თანაშემწე

ფოლადის სახლი

კომპანია „ფოლადის სახლი“,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.  

კომპანიის იურისტის ფუნქცია მოვალეობებში შედის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მოგვარება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი # 14
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, შაბათი - მოკლე სამუშაო დღე.

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: იურისტის თანაშემწე.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს გუნდის გაძლიერებას.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 21/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: