იურისტის თანაშემწე ბათუმში

MGL Georgia

“MGL GEORGIA” სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების ორგანიზებას მსოფლიოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე ქ.ბათუმში.

 

კომპანიის პირობები:

  • გამოსაცდელი პერიოდი 2 კვირა;
  • ხელშეკრულება ფორმდება 6 თვით;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულების მომზადება კლიენტთან, გადამზიდავთან, ასევე მათი განახლება და საჭიროებისამებრ მათში ცვლილებების შეტანა;
  • სხვადასხვა შინაარსის ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება(ვალის აღიარების და თავდებობის ხელშეკრულება, მომსახურების ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება და ა.შ.);
  • თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და განახლება;
  • პრობლემატურ კლიენტებთან დარეკვა, შეტყობინების დაგზავნა და მათგან თანხის ამოღება;
  • სარჩელის, შესაგებლის და სხვა სამართლებრივი აქტების მომზადება და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო პროცესზე;
  • ტვირთის დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიისთვის საჭირო ინფორმაციის და საბუთების მიწოდება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • განათლება - უმაღლესი;
  • ენები: ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა, რუსული და სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად .
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური დროის მენეჯმენტი;
  • ორგანიზების კარგი უნარი;
  • პროგრესულად მოაზროვნე;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

ანაზღაურება შეთანხმებით.

 

რეზიუმეს გამოგზავნამდე, გთხოვთ გაითვალისწინეთ საკვალიფიკაციო და აუცილებელი მოთხოვნების ჩამონათვალი, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ იმეილზე hr@mgl.ge 


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: