იურისტი

ტექნოკრედიტი

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა. პოზიციის დასახელება: იურისტი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 200 ლარი ხელზე ასაღები + საბონუსე სისტემა ვებ-გვერდი: https://technocredit.ge შერჩევის ფორმა: გასაუბრება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასამართლო და აღსრულების ეტაპზე არსებული ვადაგადაცილებული სესხების სამართლებრივი პროცედურების წარმოება; ** დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება, მორიგება, სატელეფონო კომუნიკაცია, საპროცესო წარმომადგენლობა. საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (დაიშვებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); ** სამოქალაქო მატერიალური და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სააღსრულებლო კანონმდებლობის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსიდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2020 წლის 20 აგვისტომდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. გისურვებთ წარმატებას!

200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/07/2020
ბოლო ვადა: 20/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: