იურისტი სისხლის სამართლის მიმართულებით

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. ორგანიზაცია მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების პრიორიტეტის შესაბამისად, პატივს ცემს განსხვავებულობის და ტოლერატობის ღირებულებებს. რაც ასევე წარმოადგენს სამუშაო კულტურას ორგანიზაციაში მომუშავე ყველა ადამიანისთვის. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ადვოკატის სალიცენზიო მოწმობა სისხლის სამართლის მიმართულებით; ** ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** ქალთა, ბავშვთა და შშმ პირების უფლებებზე მუშაობა: ** სისხლის სამართლის საქმეების წარმოება სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში (თბილისი და რეგიონები); ** სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; ** სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა სამიზნე ჯგუფებთან; ** პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრების ორგანიზება; ** ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება. ვაკანსიაზე მოთხოვნილი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკური უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** საოფისე პროგრამებში მუშაობა; ** გუნდური მუშაობა. ხელშეკრულების ხანგრძლივობა და სამუშაოს ანაზღაურება: ხელშეკრულება დაიდება 17 თვის ვადით; სამუშაოს ანაზღაურება შეადგენს თვეში 2500 ლარს (გადასახადების ჩათვლით) კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები: ** იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; ** სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი); ** რეზიუმე (СV); ** ადვოკატად მუშაობის დამადასტურებელი ლიცენზიის ასლი; ** 2 რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით; ** ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას და შესაბამისობას არსებულ ვაკანსიასთან. პოზიციის დასაკავებლად კანდიდატები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: ** წარმოდგენილი დოკუმენტაციების შეფასება ** გასაუბრება ** შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი საკონკურსო ეტაპი კანდიდატი ყველა მომდევნო ეტაპებზე გადავა მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. არჩეულ პირებთან დაიდება ხელშეკრულება 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე - vacancyphr@gmail.com. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 577 114 508 ანიკა ტიზლიარიშვილი. არასრული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. გთხოვთ ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება: იურისტი სისხლის სამართლის მიმართულებით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/07/2020
ბოლო ვადა: 22/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: