იურისტი

სავაჭრო ცენტრი

სავაჭრო ცენტრი აცხადება ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, დანართები, გაფრთხილებები, სარჩელები და სხვა) მომზადება;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის მოიჯარეებთან ან/და მესამე პირებთან;
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოება;
  • ნებისმიერ იურიდიულ საკითხზე თანამშრომელთა კონსულტირება;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • პირდაპირი კომუნიკაცია მოიჯარეებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მიმდინარე ხელშეკრულებების აღრიცხვის სისტემატიზაცია (ბაზის შექმნა) და მოქმედების თარიღების კონტროლი;
  • სახელმწიფო უწყებებითან უერთიერთქმედება და მათ მოთხოვნებზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა;
  • გარიგების იურიდიული ექსპერტიზა;
  • დავების სააღსრულებო წარმოება;
  • ურთიერთქმედება მარეგულირებელ, სამეთვალყურეო, სამართალდამცავი ორგანოებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
  • იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)  

საჭირო პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაციის, მეტყველების და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: hrannakiki@gmail.com 2020 წლის 1 ნოემმბრამდე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/10/2020
ბოლო ვადა: 16/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: