იურისტი

საფარი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. ანაზღაურება: 700$-ის ექვივალენტი ლარში (დარიცხული) სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქციები: ** ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას; ** ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; ** მონაწილეობა გასვლით შეხვედრებში; ** მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში "საფარის" სახელით; ** პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან; ** მობილური აპლიკაციის Safe You, ადმინისტრატორის პანელის მართვა. სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ადვოკატის მოწმობა (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით); ** იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; ** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა; ** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი; ** მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა; ** ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ბაზისური უნარები; ** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს; ** უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს; დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com ** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე; ** სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე; ** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; ** ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაცია). განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: