იურისტი

სადაზღვევო კომპანია პრაიმი

 სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.

 სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

 

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, კორესპონდენცია და სხვა) შედგენა/განხილვა და განახლება;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
  • სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება (სარჩელი, შესაგებელი, განცხადება, შუამდგომლობა და სხვა);
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • კომპანიის პარტნიორებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდული კონსულტაციის გაწევა საჭიროებისამებრ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ცოდნა და გამოცდილება

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ასევე, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოალაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge    სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის  25 ოქტომბერი.

 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება   კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/10/2020
ბოლო ვადა: 28/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: