იურისტი

როიალ გროუფ

შპს „Royal Group“-ი წარმოადგენს წარმატებულ დეველოპერულ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2014 წელს არაბი და ქართველი ინვესტორების მიერ და პროდუქტიულად ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე. 

 

შპს „Royal Group“-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

სამუშაო გრაფიკი:  6 დღე კვირაში. ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00 

დასვენების დღე: კვირა 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება; (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით) 
  • იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;  
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა) 
  • სასურველია მერიის არქიტექტურის სამსახურთან/საჯარო რეესტრთან ურთიერთობის გამოცდილება 
  • აუცილებელია სამშენებლო კანონმდებლობის და მშენებლობის ნორმების ცოდნა; 
  •  უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ანალიტიკურად აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტაცია; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ლოგიკური აზროვნება; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი 
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას. 

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; 
  • მუშა ნახაზებზე მუშაობა; 
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან. 
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. 
  • მომსახურების/შრომითი ხელშეკრულებების მომზადება; 
  • იურიდიული კორესპონდენციის წარმოება; 
  • მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე:  nina.royalgroup@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ იურისტი“. 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

გისურვებთ წარმატებას! 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/06/2020
ბოლო ვადა: 02/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: