იურისტი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე. იგი ანგარიშვალდებულია AML და იურიდიული განყოფილების უფროსის წინაშე.

 

განცხადების ვადა: - 11 ივნისი - 11 ივლისი, 2020

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 ელ. ფოსტა: hr@benefits.ge

სამუშაო განკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე. არის როგორც ფიქსირებული ანაზღაურება, ასევე ბონუსი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ფლობა B2 ან C1 დონეზე
  • სავალდებულოა სადაზღვევო ბიზნესში იურიდიული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა

 

 

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორინტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • დაკვირვებული და ანალიზის უნარის მქონე
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • პრეზენტაციის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • დაზღვევის / გადაზღვევის / პროვაიდერების ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება
  • სამართალწარმოების წარმართვა
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/06/2020
ბოლო ვადა: 10/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: