იურისტი ქუთაისში

ბანკი ქართუ

სს ,,ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე ქუთაისის სერვისცენტრში.

 

ადგილმდებრეობა: ქ.ქუთაისი

 

ზოგადი ფუნქცია მოვალეობები:

  • იურიდიული ხასიათის დოკუმენტების შედგენა
  • სხვადსხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა და გაფორმების ორგანიზება
  • ბანკის კლიენტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება
  • დაინტერესებული პირებისათვის განმარტებებისა და კონსულტაციების გაწევა იურიდიულ საკითხებში
  • საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნების მომზადება
  • სერვისცენტრის დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • სამოქალაქო სპეციალიზაციით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება
  • ადვიკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (ზოგადი ან სამოქალაქო განხრით) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემების (NAPRWEB) მომხმარებელთა ტესტირების სერთიფიკატი
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის ფლობა (სასურველი)
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელობა
  • კეთილსინდისიერება, ორგანიზებულობა, პრინციპულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@cartubank.ge;

 

გთხოვთ, ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მარტი.

 

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 11/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: