იურისტი

ქართული ღვინის სახლი

კოამპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ს. ცინცაძის № 58

განაკვეთი: სრული

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30 სთ.

ანაზღაურება: 1 500 ლარიდან.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ალკოჰოლის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საქართველოს კანონმდებლობის, ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • საქპატენტთან მუშაობის გამოცდილება;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში (ჰოლდინგში) შემავალი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის პერიოდული შემოწმება/შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
  • კომპანიის სახელით ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება;
  •  ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა და ადმინისტრაციულ დავაში მონაწილეობა;
  • იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, წერილობითი დოკუმენტაციის, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მემორანდუმების, წერილობითი პრეტენზიების,სხვადასხვა ინსტრუქციების პროექტების და სხვ. შედგენა/მომზადება;
  • მომწოდებლებთან და კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი შენიშვნების/შესწორებების შეტანა;
  • კომპანიის წესდების , შინაგანაწესის , დებულების , კრების ოქმების შედგენა და ანალიზი;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება.
  • სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და დაპატენტება წარმომადგენლობა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან (ასევე ფიზიკურ პირებთან);
  •  კომპანიების რეგისტრაცია, პარტნიორთა კრებების ჩატარების ორგანიზება;
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო ორგანოებში.

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზების და სწრაფი რეაგირების უნარი
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი

 

განცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 30 აპრილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან/და რუსულ ენაზე (!) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@georgianwine.ge  

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/04/2020
ბოლო ვადა: 21/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: