იურისტი

კომპანია

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული და საადვოკატო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისათვის.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • სასამართლო წარმოებისთვის დოკუმენტაციის მომზადება - სარჩელებისა და შესაგებლის შედგენა;
  • მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში,პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში;
  • კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის კლიენტების კონსულტირება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების წარმოება;
  • საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და ანალიზი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული მიმართულებით)
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 19:00 სთ-მდე) ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Georgia.Law@AdaptiveRecruitment.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იურისტი". 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/05/2020
ბოლო ვადა: 13/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: