იურისტი

კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია

საინვესტიციო კომპანია სს "კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია" რომლის მართვაშია ლითონ ნაკეთობათა, ავეჯისა და  საღებავების წარმოებები, ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასევე პროექტები სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

ორგანიზაცია არის განვითარების საწყის ეტაპზე, გააჩნია ამბიციური მიზნები, მის მისაღწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსური რესუსრსი. თუ გსურთ იყოთ თანამშრომლობაზე,  განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული სწრაფად მზარდი კორპორაციის შექმნის თანამონაწილე შეიძლება ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

იდეალური კანდიდატი იქნება გამოცდილი იურისტი, რომელიც შეძლებს ორგანიზაციის უფლებების და ინტერსების დაცვას მოლაპარაკებების წარმოების გზით, არის დეტალებზე ორიენტირებული რათა აღმოაჩინოს შესაძლებლობები იქ სადაც სხვები ჩიხს ხედავენ.

 

ძირითადი ფუნციები:

  • კოორდინაციასა და კონტროლს უწევს კორპორაციის სამსახურებს, საქმიანობის კანონიერად წარმართვის მიზნით; უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას;
  • უზრუნველყოფს ხელშეკრულებების, ბრძანებების, ინსტრუქციების, დებულებების და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას, აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობს აღნიშნული დოკუმენტების მომზადებაში;
  • კონტრაგენტების მხრიდან უკვე დადებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ანხორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას; მონაწილეობას ღებულობს დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა წარმოშობის მიზეზების (საფუძვლიანობის) განხილვაში, უზრუნველყოფს დებიტორულ დავალიანებათა ამოღებას 
  • უზრუნველყოფს ორგანიზაციის უფლებების და ინტერესების დაცვას,  ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებში,  სასამართლოებში, კერძო არბიტრაჟში, თუ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.
  • აანალიზებს კომპანიის სამართლებრივ რისკებს და გეგმავს  რისკებისაგან დაცვის ღონისძიებებეს.
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
  • უზრუნველყოფს ნებართვების ლიცენზიების და სხვა უფლებრივი დოკუმენტების მოპოვებას.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა
  • იურისტად მუშაობის 3+ წელი გამოცდილება
  • ზეპირი და წერილობითი დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

 

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cifcorp@gmail.com  წერილის სათაურში  მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ კანდიდატებთან.

2000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/09/2020
ბოლო ვადა: 07/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: