იურისტი

ჯეოსილქროუდ

კომპანია "ჯეოსიქროუდაცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე.

 

თარიღები: 14 ივლ - 04 აგვ

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ხელფასი: 700-800(გამოცდილების მიხედვით)

განათლება: ბაკალავრი

სასურველი ენები: ინგლისური ,  რუსული

ელ. ფოსტა: info@gsr.ge

 

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაჩანა ბრეგვაძის ქ. #2
  • ანაზღაურება: 700-800(გამოცდილების მიხედვით)

 

სამუშაო განრიგი:

  • ორშაბათი/პარასკევი - 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • შაბათი/კვირა - დასვენების დღე

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ექსპერტიზა;  
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება. 
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  შესაბამისი სპეციალობით; 
  • აუცილებელია იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;  
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზის და ცვლილებების შეტანის უნარი ინგლისურ და რუსულ ენებზე; 
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამეწარმეო/კორპორატიული სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ენერგიულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

საკონტაქტო პირი:

ნათია ჭითანავა  +995 596 558 558  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  04 აგვისტო, 2020 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@gsr.ge  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

კომპანია  "ჯეოსილქროუდ"  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 04/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: