იურისტი

იურიდიული კომპანია მართალი

იურიდიული კომპანია "მართალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული და საადვოკატო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისათვის. ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტების მხარდაჭერა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
  • კომპანიის კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებების წარმოება, საქმეების დეტალური შესწავლა და სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადება;
  • კომპანიის კლიენტების ინტერესების წარდგენა და დაცვა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში;
  • კომპანიის კლიენტების საქმეების სამართლებრივი შესწავლა, გადაწყვეტილებების გზების დასახვა და განხორციელება;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის: განცხადებების, სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ კომპანიაში, იურისტის პოზიციაზე
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია სამოქალაქო განხრით)
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა
  • ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 19:00 სთ-მდე), ორშაბათი-პარასკევი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: jobs@martali.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იურისტი". გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/08/2020
ბოლო ვადა: 11/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: