იურისტი
Hualing Group
„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციას და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს. 2007 წლიდან დღემდე ,,ჰუალინგ ჯგუფმა’’ არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა, მათ შორის არის: ,,თბილისის ზღვის ახალი ქალაქი’’, რომელიც მოიცავს ,,ჰუალინგ პლაზას’’, დეველოპერულ პროექტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმტოს ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი’’ და სხვა. გარდა ამისა, კომპანიის მსხვილ პროექტებს შორისაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში, ხე-ტყის დამზადება და ბაზისბანკი. 2014 წელს ,,ჰუალინგ ჯგუფი’’ საქართველოში ტოპ უცხოურ ინვესტორად დასახელდა.
„ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special Economic Zone“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა:
კომპანიის იურიდიული მომსახურება, სამართლებრივი მხარდაჭერა, წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
ძირითადი საქმიანობა:
- კომპანიის ინტერესების დაცვა, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან ურთიერთობაში, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში
- ყველა ტიპის ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარებების მომზადება
- კომპანიისთვის საჭირო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, რეკომენდაციების მიცემა და სამართლებრივი რისკების განსაზღვრა
- კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა შეხვედრებზე დასწრება, სამართლებრივი მხარდაჭერა
- სხვადასხვა ტიპის ოფიციალური, იურიდიული ხასიათის, დოკუმენტაციის მომზადება
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, უშუალოდ პოზიციასთან და კომპანიასთან დაკავშირებული და ფორსმაჟორით გამოწვეული სხვა სამუშაოების შესრულება
საჭირო ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა.
- ქართული, ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ორგანიზებული და დისციპლინირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები
- გუნდური
- დეტალებზე ორიენტირებული
- ინფორმაციის სწრაფად გადამუშავების უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@hualing.ge 2020 წლის 30 ივლისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
- გასაუბრება / ტესტირება შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებებს!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020