იურისტი

გოა კრედიტი

საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“  2008 წლიდან  წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად „გოა კრედიტი“ წარმოდგენილია  ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“  აცხადებს ვაკანსიას იურისტის  პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობების და სხვა იურიდიული დოკუმენტაცის მომზადება, აღრიცხვა და სათანადო რეესტრის წარმოება.        
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
  • წარმომადგენლობა   სასამართლოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, კერძო და იურიდიულ პირებთან;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • მენეჯმენტისგან მიღებული კომპეტენციაში შემავალი სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;         
  • სამოქალაქო და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ   2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;   
  • სასურველია საფინანსო სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ადვოკატის ლიცენზია;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კოორდინირების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ანაზღაურება შეთანხმებით.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე .

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 04/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: