იურისტი

Crystal Group

"კრისტალი ჯგუფი" აერთიანებს რამოდენიმე ბიზნეს მიმართულებას ბაკურიანში: სასტუმრო ბიზნესი, უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვა, სამშენებლო მიმართულება. ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე. "კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის მაღალი ღირებულებები და პროფესიონალიზმი. პოზიცია: იურისტი სამუშაო ადგილი: თბილისი ან ბაკურიანი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** არა ნაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში; ** უძრავი ქონების ნასყიდობის, მართვის, მომსახურების და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება, რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ** ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება. მათ შორის, შრომითი, მომსახურების, იჯარის და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება; ** პოტენციური კლიენტების კონსულტირება იურიდიულ საკითხებზე; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტირების და მოქნილობის უნარი; ** კლიენტზე ორიენტირებული; ** გამართული მეტყველება. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 აპრილი.

1200 1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/04/2020
ბოლო ვადა: 25/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: