იურისტი

BHL Leasing

ს.ს “ბი ეიჩ ელ ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

მოვალეობები:

  • სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან ერთად იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, დამოწმება/ვიზირება (ბანკის ადმინისტრაციისთვის მიწოდება);
  • კორესპონდენციის მომზადება;
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ლიზინგის თანამშრომლებისთვის;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბანკის ინტერესების სასამართლოში დაცვა;
  • უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში ბანკის სახელით წარდგენა;
  • ავტორიზებული იუზერის გამოყენება და ლიზინგის საგნის რეგისტრაცია შსს მომსახურების სააგენტოში;
  • გასაფორმებელი/წარმოსადგენი დოკუმენტაციის მონიტორინგი.

 

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

 

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/09/2020
ბოლო ვადა: 24/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: