იურისტი ბათუმში

ეი არ მერიდიანსი

დეველოპერული კომპანია Ar-Meridians აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

 

Ar-meridians წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე 2015 წლიდან და ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის "White Sails" ინიციატორია ახალ ბულვარში. კომპლექსი მოიცავს 4 მაღალი კლასის აპარტოტელს, საცხოვრებელ ბლოკებს, 2 ბრენდულ სასტუმროს და უნიკალურ ინფრასტრუქტურას. კომპლექსი ჯამში 30 ჰა-ზეა განთავსებული.

 

მდებარეობა: ბათუმი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
  • წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
  • კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა
  • კარგი წერითი/ვერბალური უნარ-ჩვევები
  • სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
  • ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
  • ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია.
  • სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვის,დროის მართვის და ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@whitesails.ge


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/01/2021
ბოლო ვადა: 11/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: