იურისტი ბათუმში

ბიოპოლუსი

შპს "ბიოპოლუსი“ აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიის კლიენტებთან, მომწოდებლებთან, სხვადასხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებების მომზადება. 
  • სხვადასხვა ტიპის ოფიციალური, იურიდიული ხასიათის, დოკუმენტაციის მომზადება. 
  • თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება; 
  • სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. 
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, უშუალოდ პოზიციასთან და კომპანიასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება. 
  • აუცილებელია საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა. 
  • აუცილებელია იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
  • კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები. 
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების  (MS Office, Word, Excel;) მაღალ დონეზე ცოდნა.  
  • აუცილებელია რუსული ენის  მაღალ დონეზე (C1)  ცოდნა. რუსულ ენაზე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  
  • სასურველია  დამატებით კიდევ ერთი უცხო ენის ცოდნა. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • ორგანიზებული და დისციპლინირებული. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე. 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
  • ინფორმაციის სწრაფად გადამუშავების უნარი. 

 

 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

ანაზღაურება - შეთანხმებით.  

 

დაინტერესების შემთხვევაში CV ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ მეილზე : info@biopolus.ge

 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. 


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/08/2020
ბოლო ვადა: 01/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: