იურისტი

ახალი ხედვა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00 ანაზღაურება: 1200 ლარი (ზრდის პერსპექტივით) მოვალეობები: ** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება; ** კომპანიის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია; ** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა; ** დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება; ** კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში წარმომადგენლობა; ** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში. ** საჭიროების ფარგლებში ინტერესების სასამართლოში დაცვა; ** სააღსრულებლო საქმისწარმოების კონტროლი, ვადების კონტროლი, კერძო აღმასრულებელთან უშუალო კომუნიკაცია გაპრობლემებული დებიტორული დავალიანებების შესახებ; ** სააღსრულებლო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, კომუნიკაცია დებიტორებთან და დავალიანებების მართვა; ** სარჩელისა და შესაგებლის მომზადება; ** სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომპანიის საქმეებზე წარმომადგენლობა; ** ხელძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; ** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** MS Office პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "იურისტი". თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

1200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/08/2020
ბოლო ვადა: 11/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: