იურისტ-კონსულტანტი

უფლებები საქართველო

ააიპ "უფლებები საქართველო" (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) აცხადებს კონკურსს იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში -"ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში". სამუშაოს დაწყების დრო: 1 ივლისი, 2020 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 3500 ლარი (დარიცხული) მოვალეობები: ** სამართლებრივი კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების გაწევა მოქალაქეობის მიღებასთან, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებულ საქმეებზე (დოკუმენტების შედგენა, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება/მოძიებაში დახმარება); ** მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობასა და სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებულ საქმეებში; ** საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; ** მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი; ** შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე; ** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ** კორესპონდენციის, მოხსენებების წარმოება ინგლისურ და ქართულ ენებზე; ** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა პროფესიული აქტივობების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ან საჯარო სამართალში); ** ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და/ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე; ** სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულოა; ** ენების ცოდნა: ინგლისური (მინიმუმ C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ​უნარ-ჩვევები: ** სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის კვლევის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ** ანგარიშების, კორესპონდენციის ინგლისურ და ქართულ ენებზე გამართულად მომზადების უნარი. ** პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები ინგლისურ და ქართულ ენებზე. ** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა. ** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა. ** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. ** კომუნიკაბელურობა და თანამშრომლობის დამყარების უნარი. ** ენთუზიაზმი, ორგანიზაციის და პროექტის განვითარებაზე ზრუნვა. გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2020 წლის 18 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: office@rights.ge ან rightsgeorgia@gmail.com უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ** CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე); ** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე; ** ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი; ** ორი რეკომენდატორის მონაცემები. შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. წერილობითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე; 3. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად). კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით 2020 წლის 1 სექტემბრამდე. სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

3500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/06/2020
ბოლო ვადა: 18/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: