LOT.ge
იურიდიული სამსახურის უფროსი
Swiss Capital
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/ცვლილებები, რეგისტრაცია;
- სხვადასხვა ტიპის პროდუქტების ხელშეკრულებების დრაფტების მომზადება და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- კომპანიის პარტნიორებთან, მესამე პირებთან გასაფორმებელი/გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების დრაფტების მომზადება/ცვლილება, მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია, ხელმოწერის რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- კომპანიის მსესხებელთა მხრიდან შემოსულ პრეტენზიებზე სამართლებრივი პასუხის გაცემა.
- სამართლებრივი დავების მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილებების ეფექტური განხორციელების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი, იურიდიული;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება: საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა.
სხვა მოთხოვნები:
- გუნდის მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 21.04.2020 წ.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „Head Of Legal Department”.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/04/2020
ბოლო ვადა: 21/04/2020