იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

სემეკი

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივი სარგო: 3000 ლარი. ადგილების რაოდენობა: 1 მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი მოთხოვნები: ** საქართველოს მოქალაქე; ** ასაკი - 18 წლის; სპეციალური მოთხოვნები: ** პროფესია: იურისტი; ** მინიმალური განათლება: ბაკალავრი; ** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი; კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა: ** Microsoft Office Word - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი; ** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი; ენების ცოდნა: ** ქართული ენა - ძალიან კარგი; ** ინგლისური ენა - ძალიან კარგი; დამატებითი მოთხოვნები: ** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი; ** აუცილებელია მიეთითოს ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია; ** სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ** სასურველია, კანდიდატმა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი; ** სასურველია, კანდიდატმა ატვირთოს აკადემიური ნაშრომი (სტატია, რეფერატი ან სხვ.); ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. კანდიდატს უნდა გააჩნდეს: ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის ეფექტიანი მართვის უნარები; ** პროფესიული თვითგანვითარებისა და ცოდნის განახლებისკენ სწრაფვა; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა. ფუნქციები: ** ნორმატიული (მათ შორის, საკანონმდებლო) და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ** ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; ** ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით, რეგულირების საერთაშორისო ტენდენციების კვლევა, კომპარატიული ანალიზის განხორციელება და წინადადებების მომზადება; ** ენერგეტიკულ საწარმოებს, აგრეთვე ენერგეტიკულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; ** საჭიროებისამებრ, კომისიის წარმოდგენა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სხვა პირებთან და მისი ინტერესების დაცვა; ** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან კომუნიკაცია; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ** საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"; ** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"; ** საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"; ** საქართველოს კანონი "კონკურენციის შესახებ"; ** საქართველოს კანონი "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"; ** "ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმით გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები; ** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება". დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: mail@gnerc.org დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: ** უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ. ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ** სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას). წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/03/2020
ბოლო ვადა: 01/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: