იურიდიულ პირებზე გაყიდვების უმცროსი მენეჯერი ბათუმში

ნოვა

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge   www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას

იურიდიულ პირებზე გაყიდვების უმცროსი მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში

  

ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტებისთვის უზრუნველყოს მათზე მორგებული შეთავაზების ფორმირება, სწორი პროდუქტებითა და პირობებით;  
  • მოახდინოს კლიენტების ინფორმირება ახალი პროდუქტების და ფასების შესახებ; 
  • უზრუნველყოს შეკვეთის მიღება-დამუშავება და გაყიდვის შემდგომი მომსახურების ორგანიზება; 
  • უზრუნველყოს გაყიდვების პროგრამული ასახვა და ყიდვა-გაყიდვის პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ელ. სასაქონლო ზედნადები, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება...);  
  • აკონტროლოს ფასების ცვალებადობა კონკურენტულ ბაზარზე; 
  • უზრუნველყოს მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი; 
  • უზრუნველყოს ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა; 
  • გეგმის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამუშაოს სწორად დაგეგმვა; 
  • მუშაობის პროცესში გამოავლინოს და აღმოფხვრას (უფლებამოსილების და შესაძლებლობის ფარგლებში)  პრობლემები; 
  • უზრუნველყოს  ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; 
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებები. 

  

თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სამშენებლო და გადასახური მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);  
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;  
  • გამართული მეტყველება; 
  • რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე). 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • პედანტურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

 

ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით; 

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-შაბათი 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 9 ივლისი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „იურიდიულ პირებზე გაყიდვების უმცროსი მენეჯერი“. 

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/06/2020
ბოლო ვადა: 08/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: