IT გაყიდვების მენეჯერი

ენ-ჯი-ეს გრუპი

კომპანია “ენ-ჯი-ეს გრუპი” წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტების გუნდს, რომელიც 2015  წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე და მომხმარებელს (კერძო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს) სთავაზობს სხვადასხვა სახის IT გადაწყვეტილებებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი: www.ngsgroup.ge  

კომპანია სტაჟირებაზე იწვევს მაღალი მოტივაციის და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს, IT გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.   

ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის 7 (A322) 

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი: 11:00 – 19:00) მორგებული სტუდენტებზე  

 

ფუნქციები: 

  • ამოცანების ანალიზი; 
  • პროდუქტების და გადაწყვეტილებების შერჩევა IT სპეციალისტთან ერთად; 
  • კლიენტებთან მოლაპარაკება; 
  • პროექტის მიმდინარეობაზე და მის წარმატებით დასრულებაზე პასუხისმგებლობა; 
  • პროექტის მართვის პროცესში კარგი საქმინი ურთიერთობების ჩამოყალიბება კლიენტებთან და მომწოდებლებთან; 

 

კანდიდატს შეუძლია თავისი სურვილით აირჩიოს ერთი ან რამოდენიმე მიმართულება: 

  • ოფისის ავტომატიზაცია; 
  • ინფორმაციის შეგროვება (კამერები, სენსორები, დრონები ... ); 
  • შენახვა დამუშავება (Server & Storage, Data Center); 
  • ინფორმაციის გადაცემა (Networking, Collaboration); 
  • კიბერ უსაფრთხოება; 

 

კვალიფიკაცია: 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ მაღალი ინტერესი.  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;  
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  

 

საჭირო უნარ-ჩვევები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • კარგი ვერბალური და წერითი უნარები; 
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • შრომისმოყვარეობა; 

 

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნეთ მისამართზე: HR@ngsgroup.ge   სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/05/2020
ბოლო ვადა: 23/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: