IT სპეციალისტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ასევე მობილური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • Service Desk-ში დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მისვლით;
  • მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა;
  • სისტემური და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საკუთარი უნარებით ან ესკალაცია შესაბამისი კომპეტენციის პირებთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა);
  • ოპერაციული სისტემა Windows -ის ცოდნა ადმინისტრირების დონეზე.
  • ქსელის საბაზისო ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია/კონფიგურაციის ცოდნა;
  • Android ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო პროცესში სიახლის შემოტანის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 14 მარტისა

“Subjet”-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „IT სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „კომპანიამ“ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 14/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: