IT სპეციალისტი გუდაურში

RED-CO

კომპანია რედ-კო“ კომპლექს „ახალ გუდაურში“  აცხადებს IT სპეციალისტის ვაკანსიას.

 

პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი

ადგილმდებარეობა:  გუდაური

  

ძირითადი მოვალეობები:

  • პოზიციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • ყველა კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამების დაყენებას, ქსელის მოწყობას, სერვერების გამართულ მუშაობას, შიდა მეილების გაწერას და სხვა;
  • ინტერნეტის და სისტემის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
  • პრობლემის დასადგენად შესაბამისი ანალიზის გაკეთება და რეაგირება;
  • კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, პრობლემის პრევენცია და აღმოფხვრა;
  • სტრატეგიის განსაზღვრა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით;
  • კომპანიისთვის ქსელის და პროგრამების უკეთ მუშაობისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • მუდმივად აკონტროლოს თავდაცვის/უსაფრთხოების სისტემების, მოქმედება, ვადა  და მუშაობის ხარისხი;
  • დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ქსელის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სისტემური პრობლემა;
  • უზრუნველყოს ტელეფონის ქსელის გამართული მუშაობა;
  • ბიზნეს აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის სამსახურეობრივ მოვალეობებთან;

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ანალოგიური მიმართულებით.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა, როგორც სტუმრების ასევე ორგანიზაციის შესახებ;  
  • კეთილგანწყობილი სტუმრების და პერსონალის მიმართ.

 

 დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.

 

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:      hr@redco.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
გუდაური
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/07/2020
ბოლო ვადა: 31/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: