IT სპეციალისტი

ენ-ჯი-ეს გრუპი

კომპანია “ენ-ჯი-ეს გრუპი” წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტების გუნდს, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე და მომხმარებელს (კერძო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს) სთავაზობს სხვადასხვა სახის IT გადაწყვეტილებებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი: www.ngsgroup.ge

კომპანია სტაჟირებაზე იწვევს მაღალი მოტივაციის და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის 7 (A322)

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი: 11:00 – 19:00) მორგებული სტუდენტებზე.

 

ფუნქციები:

  • სხვადასხვა ტექნოლოგიების ანალიზი და შესწავლა (კონკრეტული მიმართულებით);
  • კონკრეტულ ამოცანებზე შესაბამისი ტექნოლოგიების მორგება;
  • ტექნოლოგიების ინტეგრაციაში მონაწილეობა;

 

კანდიდატს შეუძლია თავისი სურვილით აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებებიდან:

  • ოფისის ავტომატიზაცია;
  • ინფორმაციის შეგროვება (კამერები, სენსორები, დრონები ... );
  • შენახვა დამუშავება (Server & Storage, Data Center);
  • ინფორმაციის გადაცემა (Networking, Collaboration);
  • კიბერ უსაფრთხოება;

 

კვალიფიკაცია:

  • განათლება IT სფეროში (განიხილებიან სტუდენტებიც);
  • ინგლისური ენის მინიმუმ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნეთ მისამართზე: HR@ngsgroup.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/05/2020
ბოლო ვადა: 23/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: