IT მონიტორინგის ინჟინერი

აჭარასპორტი

"აჭარასპორტი" 2014 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს უდიდეს სპორტულ ციფრულ მედიას საქართველოში. 2021 წლის იანვარში "აჭარასპორტმა" საქართველოს მედიაკომუნიკაციების ისტორიაში უმსხვილესი გარიგება განახორციელა და შეიძინა ირლანდიური "Setanta Sports Eurasia"-ს 100 %-იანი წილი. შეთანხმების თანახმად, "adjarasport"-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი "Setanta Sports Eurasia"-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა, რის შედეგადაც "აჭარასპორტი" რეგიონში უმსხვილეს სპორტულ მედია ორგანიზაციად იქცა. მეტი ამ გარიგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მიმდინარე წლის მანძილზე ჩვენ "სეტანტა ევრაზიას" სახელით დავიწყებთ ოპერირებას და საქართველოდან ვმართავთ ყველა პროცესს ცამეტივე ქვეყანაში. სატელევიზიო მაუწყებლობის გარდა, ვიწყებთ მუშაობას ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ერთ აპლიკაციაში გააერთიანებს ჩვენს ყველა სერვისსა და კონტენტს და მასზე წვდომა მომხმარებელს გამოწერის შეძენის საშუალებით შეეძლება.

 

სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი გუნდი და ვეძებთ ახალ ადამიანებს, რომელებიც ჩვენთან ერთად თამამად შეუდგებიან ამბიციური გეგმების განხორციელებას.

 

აჭარასპორტის IT დეპარტამენტში ამჟამად ვეძებთ IT მონიტორინგის ინჟინერს.

 

შემოთავაზების დეტალები

  • ექვემდებარება IT მხარდაჭერისა და მონიტორინგის ჯგუფის უფროსს
  • სამუშაოს განაკვეთი: სრული, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფილი კომპანიის მიერ

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ მონიტორინგის სისტემაში  პარამეტრის ნორმაზე გადაცდენის და განგაშის შემთხვევაში, შეასრულოს პროცედურებით გათვალისწინებული მოქმედებები. 
  • ყველა პრობლემა დააფიქსიროს ინციდენტების სისტემაში, გაგზავნოს ელექტრონული შეტყობინება, მოახდინოს უშუალო უფროსის ინფორმირება.
  • საათში  ერთხელ მოახდინოს www.adjara.com -ში შემავალი სერვისების ვიზუალური შემოწმება
  • გათიშული სერვისი გადართოს სარეზერვო წყაროზე
  • გამოიკვლიოს სერვისი  გათიშვის მიზეზი და შეატყობინოს შესაბამის სამსახურს
  • შეასრულოს ჩეკლისტში გაწერილი მოქმედებები 

 

პასუხისმგებლობები:

  • აღმოჩენილ პრობლემებზე  დროული რეაგირება,
  • საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება 
  • პრობლემების   ინციდენტების სისტემაში აღრიცხვა  

მოთხოვნები:

  • Microsoft და Unix -ის ოპერაციულ სისტემების საბაზისო ცოდნა
  • ქსელურ მოწყობილობებების და ქსელის პრინციპების საბაზისო ცოდნა
  • Microsoft -ის საოფისე პროგრამების ცოდნა
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება, ანდა პროფესიული/უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიამრთულებით
  • რუსულ და  ინგლისურ ენაზე ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობის უნარი

 

თუ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ ზემოთ ჩაამოთვლილი მოვალეობები დ პასუხისმგებლობები, 05 აპრილამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე career@adjara.com. გთხოვთ, “subject“-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ინჟინერი“


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/03/2021
ბოლო ვადა: 03/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: