IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

კონსილიუმ მედულა

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 15:00-მდე. შაბათი-კვირა დასვენება

ანაზღაურება: 400 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელბის ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
  • ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია- გამართვაში მონაწილეობის მიღება, პრინტერებში კარტრიჯების შეცვლა;
  • შიდა ქსელის მოწყობში,  მონტაჟში და ტექნიკურად გამართვაში მონაწილეობის მიღება  (დაკაბელება-გადაჯეკვა); შიდა ქსელში პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი არ უნდა იყოს აქტიური სტუდენტი
  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა (XP, 7, 8, 10); Microsoft office პროდუქტების ცოდნა;
  • კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 13 მარტისა. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

 

400 GEL / ყოველთვიური
ნახევარი განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: