IT მენეჯერი

საგა იმპექსი

უკვე 26  წელია „საგა“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!

8 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით  „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.

 

კომპანია „საგა იმპექსი“  აცხადებს ვაკანსიას  IT მენეჯერის პოზიციაზე თბილისში;

 

ძირითადი ფუნქციები:

  • Active directory-ის, VPN ქსელის, File server-ის, IP ტელეფონის , File server-ის, DNS სერვერის  მართვა.
  • კორპორატიული ელ. ფოსტების და ვიდეო სათვალთვალო კამერების მართვა.
  • ანგარიშგების მომზადება, საქმიანი კორესპონდენციის წერა.
  • პროცედურების შესაბამისად კომპანიის უზრუნველყოფა საჭირო კომპიუტერული ტექნიკით და აღჭურვილობით.
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკური რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და არსებული ხარვეზების დროული და ეფექტური აღმოფხვრა;
  • შესაბამისი ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების, პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, გამართვა;
  • კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის შემაფერხებელი რისკ-ფაქტორების დროული იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის შეტყობინება და დროული აღმოფხვრა;
  • შესაბამისი პროცედურის საფუძველზე კომპანიის თანამშრომლის მიერ მისთვის მიწოდებული მოთხოვნის დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხარჯთეფექტური, ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება;
  • კომპანიის განვითარების პოლიტიკის შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის საჭიროებების იდენტიფიცირება და ინიციატივის სახით პროექტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Windows 7/10-ის სიღრმისეული ცოდნა.
  • Windows/Linux server-ებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Mikrotik როუტერებთან მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებებს

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ:

  • მეილის სათაურში (subject) მიუთითონ პოზიციის დასახელება (გაურვეველი სათაურით მოსული რეზიუმე არ განიხილება არცერთ ვაკანსიაზე);
  • რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@saga.ge არაუგვიანეს 2020 წლის  30 ოქტომბრისა

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საგა წარმატებებს გისურვებთ!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/09/2020
ბოლო ვადა: 06/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: