IT კატეგორიის  მენეჯერი

მეტრომარტი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი  „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას  IT კატეგორიის  მენეჯერის პოზიციაზე.

      კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების პერიოდული ანალიზის გაკეთება - რომელი პროდუქცია რა რაოდენობით იყიდება/გაყიდვის დინამიკის ანალიზი და შეფასება;
  • პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება - მარკეტინგული აქტივობების ჩატარების დაინიცირება და ჩატარების მონიტორინგი;
  • ბაზრის შესწავლა - რომელ პროდუქციაზეა მოთხოვნა, დინამიკის ანალიზი და შეფასება;
  • შესყიდვების ოპერატორთან პერიოდული კონტაქტი და საჭირო პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დაბალი მოთხოვნის მქონე პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
  • ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატების იდეების გატანა ასორტიმენტის განვითარების საბჭოზე
  • ახალი პროდუქციის რისკ-ანალიზის მომზადება;
  • ფინანსური შესაძლო რისკების იდენტიფიცირება - რა შესაძლო ზარალი შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტმა და რა არის ამის ალბათობა;
  • პროდუქტების მომწოდებლებთან გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება;
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვან ან პრობლემატურ  შემთხვევებში შესყიდვების პროცესში ჩართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • შესყიდვების ოპერატორთან პერიოდული კონტაქტი და საჭირო პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის ფასების კონკურენტუნარიანობის ანალიზი და ადექვატური რეაგირება;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@metromart.ge  2020 წლის   30 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.  წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: