IT დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციაა: ეროვნული ბანკის საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა, მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მხარდაჭერისა და განვითარების გზით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ** ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; ** ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ** კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მიმოწერას სხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან; ** წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ** წარმოადგენს დეპარტამენტს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარადგენს დასკვნებსა და წინადადებებს; ** ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურის, შტატების, შრომის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების პრემირების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ** ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და კურატორი აღმასრულებელი დირექტორის სხვა დავალებებს. ** ხელს უწყობს დეპარტამენტში გუნდური და მოტივირებული ატმოსფეროს შექმნას; ** მონაწილეობას იღებს ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების შემუშავებასა და შემდგომ განხორციელებაში; ** მონაწილეობს ბანკის ტექნოლოგიური არქიტექტურის შემუშავებაში, პროექტირებასა და დანერგვაში; ** აკოორდინირებს ახალი ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნეს აპლიკაციების კვლევას, განვითარებასა და დანერგვებში; ** უზრუნველყოფს ბანკში არსებული ბიზნეს აპლიკაციების და სისტემების გამართულად მუშაობას და ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას. ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის, ან კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში); ** მუშაობის გამოცდილება: საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის 5 წლის გამოცდილება; მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება; ** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; ** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS PowerPoint - ძალიან კარგად ** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - C1; რუსული ენა - B2. სასურველია: ** საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა: COBIT, ITIL, TIA 942, ISO27001; ** Microsoft-ის ძირითადი სისტემების საფუძვლების ცოდნა; ** ვირტუალიზაციის საფუძვლების ცოდნა; ** LAN/WAN/WLAN ტექნოლოგიების და მათი უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; ** ბიზნეს უწყვეტობის და მაღალმდგრადი სისტემების ცოდნა. კომპეტენციები: ** თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება; ** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება; ** საქმიანობის დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანად დელეგირებისა და მიღწეული პროგრესის მონიტორინგის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება; ** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა; ** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება; ** კონფლიქტებისა და დავების მართვა; ** დელეგირება; ** ცვლილებების ინიცირება და მართვა. ანაზღაურება: 7 180 ლარი (დარიცხული). კონკურსის ფორმა: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** წერითი ან/და ზეპირი დავალება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით. ასევე, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი".


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: