IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვების ხელმძღვანელი

ვეზირი

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

 

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 07/08/2020

დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/09/2020

ექვემდებარება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმღვანელს

დაქვემდებარებაში ჰყავს: გაყიდვების მენეჯერი(ები)

თანამდებობის ზოგადი მიზანია: IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვების უზრუნველყოფა

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ორმხრივ მომგებიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
  • მომხმარებლის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება;
  • მსოფლიო ბაზარზე არსებული დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიაში დანერგვა
  • პროექტების ბიუჯეტისა და მომგებიანობის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; შეთავაზების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
  • გაყიდვების გეგმის მომზადება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვებში ან IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების ტექნიკური მიმართულებით ხელმძვანელ ან მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (უმჯობესია ბიზნეს/ეკონომიკური ან ტექნიკური განხრით);
  • ქართული, ინგლისური ენების წერითი და სასაუბრო მაღალი დონე. რუსული საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office ცოდნა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები

  • საკუთარი თავისა და გუნდის მოტივაციის უნარი,
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვისა და გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნკაციისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არღიცხვისა და გაანგარიშების უნარი,
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის ფართო ხედვის უნარი;

 

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7;
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

 

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბაისად).

 

შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი.

 

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

 

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვების ხელმძღვანელი)

 

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 07/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: