IT ბიზნეს ანალიტიკოსი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს  ქალაქში 13 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • IT პროექტი(ებ)ის ფარგლებში დეველოპმენტის ანალიტიკური მხარდაჭერა, ალგორითმების შემუშავება;
  • ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრა, დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის ჩამოყალიბება, ჩანიშვნა და შემდგომ პროცესში მონაწილე ყველა პირთან კომუნიკაცია;

 

​საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • IT პროექტების მართვის სამუშაო გამოცდილება;
  • B6/LMS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან (SQL) მუშაობის გამოცდილება;
  • დეველოპმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;

 

 

 განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 27 მაისი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/04/2020
ბოლო ვადა: 13/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: