ინვენტარიზაციის სპეციალისტი

Carrefour Georgia

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში .

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.  

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტემენტში დამწყებ პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის დათვლა წინასწარ გაწერილი გრაფიკის  თანახმად.
  • აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • ექსელის საბაზისო დონე.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, 05.12.2020-ის ჩათვლით,  გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინვენტარიზაციის სპეციალისტი“   

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/11/2020
ბოლო ვადა: 05/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: