ინტერიერის დიზაინერი

არქი

კომპანია „არქი“ წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 26 დასრულებულ პროექტს და 18 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

 

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

 

კომპანია „არქი“ აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

 

არქიში დასაქმებული ინტერიერის დიზაინერის ფუნქციები იქნება:

  • ინტერიერის დიზაინის პროექტის კონცეფციის და დეტალური ნახაზების შექმნა
  • 3D ვიზუალების დამუშავება
  • ინტერიერის პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან
  • საჭიროების შემთხვევაში, ინტერიერის პროექტის ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
  • ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
  • ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
  • სამუშაო გამოცდილება - სასტუმროს, კომერციული ფართების დიზაინის მიმართულებით
  • აუცილებელია, ArchiCAD, Autocad, 3d max, Photoshop პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მათში მუშობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ მითითებულ ბმულზე https://crm.archi.ge/pub/form/3_hr_archi/ak7646/ გადასვლით, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

არ განიხილება რეზიუმე ნამუშევრების პორტფოლიოს გარეშე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/10/2020
ბოლო ვადა: 14/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: