ინტერესთა გამოხატვა 2 მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე

ჰექს-ეპერ ჯორჯია

ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის წერილი 

 

გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER-Georgia” (შემდგომში „ორგანიზაცია“), რომელიც ახორციელებს ევროკომისიის მიერ ევროპული სამეზობლო

პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს „ეკონომიკური განვითარების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობა“, აცხადებს „ინტერესთა გამოხატვას“ 2 მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე.  

 

ზოგადი ინფორმაცია 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტურ და სანდო მომწოდებელთან მუშაობა. ასეთ მომწოდებელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვეწყობა ჩვენ ხელი პროექტში დასახული მიზნების

წარმატებით მიღწევაში. ჩვენი მიწოდების პოლიტიკა ითვალისწინებს ჩვენი საჭიროებისათვის საუკეთესო პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას; გადაწყვეტილების მიღებისას

ვითვალისწინებთ უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოსდაცვითი, ასევე ეთიკური ხასიათის შესაძლო ზეგავლენას; შესაბამისად, ორგანიზაცია მომწოდებლისაგან ითხოვს მინიმუმადე

დაიყვანონ აღნიშნული ხასიათის რისკები, მომწოდებლებთან აყალიბებს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც ხელს შეუწყობს მისი საჭიროებებისა და მომწოდებლის შესაძლებლობების თანხვედრას

და უზრუნველყოფს  ხარისხს, სანდოობას, ხელმისაწვდომობას და შესრულებას მისაღებ ფასად.  

 

ღირებულებები 

მომწოდებლის შერჩევისას ორგანიზაცია გაითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად საკითხებს (თუმცა შერჩევისას მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოიფარგლება): 

  • ხარისხი და ფასი; 
  • ტექნიკური მომსახურება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში და სათადარიგო ნაწილების რეზერვი;  
  • სანდოობა და ვადები; 
  • შესყიდევბის ეთიკის პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისობაში ყოფნის სურვილი. 

 

 

შესყიდვების ეთიკის პოლიტიკა 

ორგანიზაცია ნებისმიერი სახის საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს „შესყიდვების ეთიკის პოლიტიკით“. იგი ითვალისწინებს მომწოდებელთა ქცევის კოდექსს,

სადაც მოცემულია შრომის და ადამიანის უფლეებების პირობების, გარემოსდაცვითი ზეგავლენისა და ბიზნეს ურთიერთობის სხვა სტანდარტების მთელი რიგი  (რომელიც უნდა დაიცვას

ორგანიზაციამ და მისმა მომწოდებელმა). ორგანიზაცია ელოდება, რომ მომწოდებლები (დირექტორების დონეზე) გამოხატავენ მზადყოფნას დაიცვან „შესყიდვების ეთიკის პოლიტიკის“ ხსენებული

სტანდარტები და პრინციპები, შეაფასონ და მართონ მიწოდების პროცესში არსებული რისკები. ორგანიზაცია მასთან საქმიანობის მსურველ პირებს მოსთხოვს, რომ დაადასტურონ მათი თანხმობა

იმუშაონ „მომწოდებელთა ქცევის კოდექსის“ სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.  

ორგანიზაცია არსებულ თუ მომავალ მომწოდებლებთან მუშაობისას ითვალისწინებს „შესყიდვების ეთიკის პოლიტიკის“ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში განხორციელებას;

ამავდროულად, ითვალისწინებს ადგილობრივ ჩვეულებებსა და მიღებულ პრაქტიკას. მომწოდებლის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი სურვილი გაითვალისწინოს ქცევის კოდექსის

მოთხოვნები და სისტემატურად შეეცადოს მიაღწიოს მის მაქსიმალურ დონეზე შესრულებას.  

შესყიდვების ეთიკის დოკუმენტი: იხილეთ დანარი A 

 

ინტერესთა გამოხატვის პაკეტი 

აღნიშნული გამოხატვა გაკეთდა პაკეტში (დანართი C) მოცემული დანადგარების შესყიდვაზე წინადადების მიღების მიზნით.  

 

კონფიდენციალურობა 

ინტერესთა გამოხატვის პაკეტში მოცემული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს ორგანიზაციის საკუთრებას და პოტენციური მომწოდებელი ვალდებულია კონფიდენციალურად მოეპყროს 

ინტერესთა გამოხატვაში მოცემულ ინფორმაციას. 

 

უარის თქმა 

  •  ორგანიზაციას უფელბა აქვს შეცვალოს მითითებული თარიღები;  
  •  ორგანიზაცია არ არის ვალდებული შეარჩიოს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს წარმოადგენს; 
  •  ორგანიზაცია იტოვებს უფლებას აღნიშნული „ინტერესთა გამოხატვის“ განცხადების გაკეთების შემდეგ არ გააფორმოს კონტრაქტი; 
  •  ორგანიზაცია არ არის ვალდებული აანაზღაუროს მონაწილის მიერ გაწეული ხრჯები „ინტერესთა გამოხატვაში“ მონაწილეობისათვის (დოკუმენტაციის მოსამზადებელი ან სხვა ხარჯები); 

 

ანგარიშსწორების პირობები 

ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით ეროვნულ ვალუტაში. ფასების სხვა ვალუტაში დაფიქსირების შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღეს დადგენილი გაცვლის კურსით. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საერთო თანხის არაუმეტეს 30%-ის წინასწარ გადახდა, დანარჩენი 70%-ის გადახდა მოხდება ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ საქონლის/მომსახურების დამაკმაყოფილებელი მიღების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 

 

სპეციფიკაციები, მოთხოვნები და შეფასების მეთოდები 

მომწოდებელი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მოწოდებული წინადადების სრულყოფილებასა და მისი ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. განაცხადის არასრულად შემოტანის შემთხვევაში ასეთი წინადადება შეიძლება მოიხსნას „ინტერესთა გამოხატვიდან“ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. აქედან გამომდინარე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული დოკუმენტი და პასუხი გასცეთ მასში დასმულ ყველა შეკითხვას.  

გამოხატვა ცხადდება ათ ლოტად. გთხოვთ მიუთითოთ ფასები ლარში/აშშ დოლარში/ევროში. ფასები განთავისუფლებული უნდა იყოს დ.ღ.გ.-სგან.  

 

საქონლის სპეციფიკაციების აღწერისას თქვენი კომპანიის მიერ გათვალისწინებულ ფორმასთან ერთად, გთხოვთ შეავსოთ დანართი C. ამასთან ერთად გთხოვთ, თქვენი მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ ხელმოწერილი დანართი A და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც მოყვანილია დანართ B-ში. 

„ინტერესთა გამოხატვის“ დოკუმენტების შეფასების უპირველესი მიზანია განისაზღვროს, თუ რომელი მომწოდებელი წარმოადგენს ყველაზე დაბალ ფასს, ყველაზე მაღალ ხაირსხს, ყველაზე კარგ გარანტიებსა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას.  

 

წარსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტაცია 

სრული სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:  

  • ხელმოწერილ „შესყიდვის ეთიკის პოლიტიკას“ (დანართი A) 
  • ამობეჭდილ, სრულად შევსებულ და ხელმოწერილ დანართ C-ს 
  • დანართ B-ში მოთხოვნილ ყველა დოკუმენეტს 

 

 

განცხადების მიღება 

„ინტერესთა გამოხატვის“ წინადადების შემოტანის ბოლო ვადაა  2020 წლის 30 ივნისი, 16:00. 

მისამართი: ოთარ ჩხეიძის 5 (საბურთალო, ახალი „შანხაი“, ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი CTC-ს შენობა, პირველი სართული, ოთახი # 105, თბილისი, საქართველო. საფოსტო ინდექსი: 0177. 

  • კონვერტის ჩასაბრებლად დარეკეთ: +995 595 01 14 04 (თეონა ცქვიტინიძე); 
  • სხვა დანარჩენი კითხვების შემთხვევაში: +995 591 19 55 06 (ლაშა აბაშიძე) 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელსაც უნდა ეწეროს მხოლოდ ინტერესთა გამოხატვის ნომერი: PR/003/06-20 და არ ეწერება მომწოდებელი ორგანიზაციის დასახელება ან სხვა საინფორმაციო მონაცემი. დალუქვის ადგილზე დატანილი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: