ინსტალატორი

ჯორჯიან აირ ლინკი

"Georgian AirLink" არის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე.  Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.  ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში. კომპანია ეძებს კადრებს შემდეგი მიმართულებებით: ინსტალატორი სამუშაოს აღწერილობა:

  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული 
  • ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);

მოთხოვნები:

  • სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება მზარდი: 400 ლარიდან დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე-CV (აუცილებელია დაურთოთ ფოტოსურათი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge; ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 01/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: