ინჟინრის თანაშემწე ფოთში

პრაიმ ბეტონი

 სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანაშემწეს პოზიციაზე.

შპს „პრაიმ ბეტონი“  შანსს აძლევს სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღონ გამოცდილება პორტის მშენებლობის პროცესში და გაეცნონ სამშენებლო პროცესებს

ისეთი პროფესიონალებთან ერთად, როგორიც არის Royal HaskoningDHV და Vanthek 

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ: 

  • მზად ხარ გამოწვევებისთვის 
  • მზად ხარ სიახლეებისთვის 
  • გჯერა საკუთარი უნარების 
  • გიყვარს სამშენებლო სფერო 

 

ვაკანსიის დასახელება: ინჟინრის თანაშემწე 

პოზიციის ლოკაცია: ფოთის პორტი 

პოზიციის სირთულე: დამწყები 

ბენიფიტები: საცხოვრებლელი ადგილის უზრუნველყოფა 

ანაზღაურება: 1500 ლარი 

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • დასაქმებულს საშუალება ექნება დააკვირდეს და მონიტორინგი გაუწიოს სამშენებლო პროცესებს 
  • დასაქმებულს საშუალება ექნება შეისწავლოს სამშენებლო პროცესები და მოახდინოს ობიექტიზე მიმდინარე აქტივობების პროცესებთან შესაბამისობის კონტროლი 
  • დასაქმებულს საშუალება ექნება გაიცნოს სამშენებლო მასალების ხარისხის მოთხოვნები და მოახდინოს ობიექტზე შემოსული მასალების ხარისხის შესაბამისობასთან კონტროლი 
  • დასაქმებულს საშუალება ექნება გაეცნოს მასალების დასაწყობების წესებს და გააკონტროლოს ამ წესების დაცულობა 
  • დასაქმებულს საშუალება შეისწავლოს ლაბორატორიის სამუშაო პროცესი და მოახდინოს მასზე მონიტორინგი 
  • დასაქმებულს საშუალება ექნება დააკვირდეს ბეტონის სამუშაოებს და გააკონტროლოს მათი ნახაზებთან შესაბამისობა 
  • დასაქმებულს საშუალება ექნება გაეცნოს სამშენებლო და ხარისხის დოკუმენტაციას და მიიღოს დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება სამშენებლო მიმართულებით  
  • AutoCAD-ში მუშაობის უნარი 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება 

 

„პრაიმ ბეტონი“ არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება

მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ლითონის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა

და მიწოდებას. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.primeconcrete.ge 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: HR@primeconcrete.ge 

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ფოთი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 01/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: