ინჟინერი

ვაინორ ბოს

ორგანიზაციის შესახებ:

11 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია შპს  ,,ვაინორ- ბოს“ თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახ. 40-კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ   ინჟინერს

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება შესაბამისი გამოცდილებით, სასურველია სამშენებლო ინჟინერიის განხრით;
  • ხისა და ალუმინის მასალებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • CAD-პროგრამების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
  • საიმედოდ, სტაბილურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გერმანული ან ინგლისურ ენის კარგი ცოდნა;
  • გუნდური მუშაობისა და ინიციატივების წამოყენების უნარი;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის ტექნიკურად დამუშავება;
  • შიდა და გარე კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან;
  • ტექნიკური ნახაზებისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი;
  • უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი;
  • კოლეგიალური სამუშაო ატმოსფერო;
  • ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • შეთანხმებაზე დაფუძნებული ადექვატური ანაზღაურება.

 

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ან ინგლისურ  ენაზე 2021 წლის 1 აპრილამდე მოცემულ E-mail-ზე: tbs@weinor.de.  / MMiller@weinor.de

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/03/2021
ბოლო ვადა: 09/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: