ინჟინერი

აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი - კლინიკური მედიცინა

აკად. .თოდუას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.  

1991 წლიდან ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულება ონკოლოგიის, რადიოლოგიის და ქირურგიის რიგ მიმართულებებში, სადაც მუშაობენ მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებსაც კლინიკა აძლევს მულტიდისციპლინარული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ელექტრონიკის, ავტომატიკის, ბიოინჟინერიის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  •  განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც;
  • პრიორიტეტულია იქნება 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე;
  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • Microsoft სერვერთან მუშაობა და ელექტრონული სქემების წაკითხვის გამოცდილება;
  • პროგრამირების საბაზისო ცოდნა;
  • ფიზიკის საბაზისო ცოდნა. 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რადიაციული თერაპიის (ხაზოვანი ამჩქარებელი, ბრაქითერაპიის სისტემა და კომპიუტერული ტომოგრაფი) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაზიანების დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • Windows სერვერთან დაკავშირებული კომპიუტერულლი ქსელის მომსახურება და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა. 
  • კლინიკაში მიმდინარე სხვა ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.

 

ზოგადი უნარ-ჩვევები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • ხანგრძლივად კონცენტრაციის უნარი;
  • ენთუზიაზმი საქმის მიმართ;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და ოპერატიულად მიღების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge  (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: