ინჟინერ-მშენებელი რუსთავში

რუსთავის ავტობაზრობა

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის (მიმართულება - ბეტონის კონსტრუქციები) პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო საქმეების ორგანიზება და მართვა;
  • სამუშაოების დამტკიცებული პროექტით უზრუნველყოფა, საჭირო ხარისხის და ტექნოლოგიების დაცვა;
  • სამშენებლო სამუშაოების გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხარჯებისა და მოცულობის კუთხით.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
  • სამუშაო გამოცდილებას ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Autocad-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

 ჩვენ ვეძებთ დასაქმებულებს, რომლებიც მოტივირებული არიან, შეასრულონ სამუშაოს უმაღლეს დონეზე, საუკეთესო ხარისხით. თუ ფიქრობთ, რომ საკმარისად კვალიფიციური ხართ თქვენს საქმეში და გაქვთ ცოდნის გამოყენებისა და გაფართოების მოტივაცია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-დან 18:00-მდე.

ანაზღაურება: 3000 ლარი.

 

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) რუსულ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@autopapa.ge. ელექტრონული წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

3000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: